logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის მინიმუმ 10 პუნქტის გამო!
- +

11 აპრილი. 2019. 12:52

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„SOS!

 

არ მაინტერესებს თქვენი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიბიძინური ბოდვა!

 

ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ!!!

 

ჩათვალეთ, მე სუბიექტური ადამიანი ვარ!!!

 

მე მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის მინიმუმ 10პუნქტის გამო:

 

  1. არ ვუკერავ შვილებს ჯიბეებს, რომ არ ჩატენონ ნარკოტიკი, როდესაც სახლიდან გადიან, როგორც 2006 წელს ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ!

 

  1. არ ვიხვეწები, როგორც 2006-ში, თსუ-ში და სხვა უნივერსიტეტებში, ძალიან პატივცემულ ლექტორებთან ერთად დაგვაბრუნონ ჩვენს შტატზე!

 

  1. არ მეშინია, როგორც 2007-ში, მიშას რეჟიმი მომიკლავს შვილის მამას!

 

  1. არ მეშინია, როგორც 2006-2013 წელს, რომ მეზობელს, მეგობარს, უბრალოდ გამვლელს მოგვიკლავს C ჰეპატიტი...

 

  1. არ მეშინია, როგორც 2007-ში, რომ ძლივს, ბანკით და ვაი-ვაგლახით ნაშრომ, პაწაწინა 6-ნომრიან სასტუმროს წამართმევენ ზონდერები.

 

  1. არ მეშინია, როგორც 2007-ში, ჩემს „სახედაკარგულ“, მაგრამ მაინც კოლეგებს, ამდენი სისულელის ბჟუტურის გამო თავ-ყბას გაუნგრევენ!

 

  1. არ მეშინია, როგორც 2008 წელს, შსს-ს დავალებით, რომელიმე ორიენტაციაარეული ვითომ დიზაინერი დაუწყებს „ჩალიჩს“ რომელიმე ჩემს შვილს, რომ თავი აცემინოს და მერე გამოკეტოს ციხეში (როგორც გამოუკეტავთ წესიერი ვაჟკაცები).

 

  1. არ მეშინია, რომ მიზანმიმართულად, მიბჯენით დახვრეტენ ბიჭებს... როგორც მრავალი წლის განმავლობაში.

 

  1. არ მეშინია, რომ პატიმრებს დააძალებენ, ტექნიკური ზეთი მოასხან საჭმელს და ის ჭამონ, 10-კაციან საკანში 120 კაცი გამოამწყვდიონ, დახოცილი ბიჭები ორგანოებამოცლილი მიუგდონ მშობლებს!

 

  1. არ მეშინია შიმშილობა და „მოდულში“ გამოკეტვა, როგორც 2011წელს!

 

ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია, ჩუმად ამომშალეთ, ნუ დაიღლით იოგებს, ნუ დაღლით კალამს!- წერს მოროშკინა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×