logo_geo
eng_logo
ნუგზარ ჭონქაძე: გაუგებარი და სადავო დარჩა კიდევ რამე?!
- +

12 აპრილი. 2019. 16:02

 

 

„დედაქალაქის მთვარობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება და დაამტკიცა ტაქსის (რომელმაც ამ ქალაქში უნდა გაუწიოს მომსახურება მოქალაქეებს) კონკრეტული ფერი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მანქანების ფერის შეცვლაზე (გადაღებვა იქნება ეს თუ ფირის გადაკვრა) მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია, ვიმეორებ - დაამტკიცა მხოლოდ ფერი და ვისაც სურს, ამ ბიზნესით დაკავდეს, კვლავ იზრუნოს იმაზე, რომ მანქანა იყოს თეთრი. ან გაყიდოს ეს მისი „ზავადსკოი კრასკით“ შეღებილი და იყიდოს თეთრი მანქანა ან იზრუნოს იმაზე, რომ ფერი შეუცვალოს.

 

ამ ყველაფრის ვადა განისაზღვრა 1 წელი, რაც მიმაჩნია, რომ სავსებით საკმარისი ვადაა პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

 

ვინაიდან წინა არცერთ მთავრობას არ უზრუნია აღნიშნულ საკითხზე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, აი, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ამ საქმით დაკავებულ ადამინებს დახმარებოდა აღნიშნული სტანდარტის დაცვაში, რათა მათ არ შეწყვეტოდათ  შემოსავლის წყარო. მოიძია ინვესტორი, რომელიც საკუთარი ხარჯით გადაუღებავს ან ფირს გადაუკრავს მსურველებს, მხოლოდ მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.

 

ვერც გადაღებვაში და ვერც ფირის გადაკვრაში ვერ ვხედავ პრობლემას და ის მიზეზი, რომ ამით მანქანები გაუფასურდება, არის სრული აბსურდი, იმ მარტივი მიზეზის გამო,  ნატაქსავებ მანქანას ისედაც ფასი აქვს დავარდნილი აქაც და სხვა ქვეყნებშიც. თუ ტაქსისტებს უნდათ, რომ ეს ნატაქსავები მანქანები გაალამაზონ და ისე შეტენონ ვინმე ჰარიფს, ესეც ვერაა მაინცდამაინც ღირსეული საქციელი. ფირის „მავნე შედეგებიც“ არის სრული აბსურდი, ვინაიდან აღნიშნულ ფირებს ისეთ მანქანებზე იყენებენ გადასაკრავად, რომლის სამუხრუჭე ხუნდიც კი ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ ნატაქსავებ მანქანაზე ძვირი ღირს  და დამეთანხმებით, რომ  ამ ხალხს თავისი ძვირფასი მანქანის გაფუჭება არ უნდათ.

 

ვისაც არ აწყობს არც მანქანის შეცვლა და არც ფერისა, ამ კატეგორიაზეც იფიქრა ქალაქის ხელმძღვანელობამ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწესებინა B ტიპის ლიცენზია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ მძღოლს, ვისაც სურვილი აქვს მგზავრების გადაყვანის შემოსავლის წყარო ჰქონდეს, აქვს უფლება, იმუშაოს აღნიშნული მიმართულებით და მგზავრებს მოემსახუროს გამოძახებით, მიუხედავად მანქანის ფერისა (რითაც დღეს ტაქსისტების 99,9% არის დაკავებული).

 

მარჯვენასაჭიანი მანქანები სატაქსაოდ კი არა, სამოძრაოდაც უნდა აიკრძალოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი არ არის ადაპტირებული ჩვენი მოძრაობის საქმეებზე და ხშირ შემთხვევაში საავარიო სიტუაციებს ქმნიან.

 

რაც შეეხება ასეთი მანქანების ტაქსაობას, ეს საერთოდ მიუღებელია იმიტომ, რომ მგზავრის უსაფრთხოება თუნდაც ჩაჯდომისას არ არის დაცული, რადგან მას მანქანაში ჩასაჯდომად უწევს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და ისე ჩაჯდომა.

 

ლიცენზიის ფასს რაც შეეხება, არც ეს საკითხია სადავო, რადგან იმ გადახდილი 100 ლარის სანაცვლოდ, იღებ უფასო პარკინგს, რომლით სარგებლობა შეეძლება მხოლოდ ტაქსებს  და ე.წ. „პეტუშოკს“. წლის განმავლობაში 50 ლარს ისედაც იხდიდნენ ეს მძღოლები და ამ „პეტუშოკის“  ფასიც  დაახლოებით 30 ლარი. გამოდის, რომ შენი გადახდილი 100 ლარიდან უკან რეალურად იბრუნებ 80 ლარს.

 

გაუგებარი და სადავო დარჩა კიდევ რამე?“ - წერს ნუგზარ ჭონქაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×