logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ეს ტაქსისტები უკვე გავიდნენ „გაღმა“
- +

12 აპრილი. 2019. 17:25

 

 

„ეს ტაქსისტები უკვე გავიდნენ „გაღმა“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თან ამის გაზუნზლულ მანქანაში უნდა ჩავჯდე იმ გაზუნზლულ „სიდენიაზე“, ის გაზუნზლული ღვედი უნდა გადავიკრა კისრიდან სარტყელამდე, ამის მოწეული პაპიროსის სუნი და ბოლი უნდა ვყლაპო - მინდა თუ არა, მაგის „უკვდავი“ მანქანის გაღლეტილი რედუქტორის წივილს უნდა ვუსმინო მთელი მარშრუტის განმავლობაში, თანაც ამის წუწუნსა და გინებას ყურადღება უნდა მივაქციო და ამ ყველაფრის შემდეგ, თანაც ფული მე უნდა გადავუხადო!

 

ხო კარგადა ხართ მართლა, ბიჯოს?“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner