logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: კულტურის ამ ხაზის განვითარება ძალიან კარგ შედეგებს დადებს!
- +

12 აპრილი. 2019. 18:28

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზუსტად მახსოვს, 2013 წელი იყო და ერთ ადგილას მქონდა შეხვედრა. იმ პერიოდში კინოინდუსტრიაში ვიყავი და ფილმებს ვაკეთებდით მეგობრებთან ერთად.

 

ძალიან დიდ სირთულეებთან რომაა ეს სფერო დაკავშირებული, არ გესწავლებათ.

 

დაინტერესებული საკითხიდან გამომდინარე გადავწყვიტე, შემესწავლა ეს სფეროები და არა მარტო ევროპის და ამერიკის მაგალითზე, არამედ აზიის - იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.

 

გასაოცარი სურათი მივიღე და მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის ამ სფეროს განვითარებას, რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში.

 

ყველაზე შთამბეჭდავი სამხრეთ კორეის მაგალითი იყო...

 

ე.ი. მქონდა კონცეფცია და სადაც არ მეზარებოდა, ვცდილობდი, ყველგან მიმეტანა ეს ამბავი, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი...

 

აქ ყველაფერს ვერ დავწერ, ძალიან ვრცელი გამოვა, მაგრამ ვიტყვი ერთს, რომ ეს ძალიან, ძალიან კარგია!

 

მე ძალიან მახარებს და ვიცი, კულტურის ამ ხაზის განვითარება ძალიან კარგ შედეგებს დადებს!“ - წერს ნუკა არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×