logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ მომწონს და მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ ინიციატივას
- +

15 აპრილი. 2019. 12:30

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და აზრი კინოინდუსტრიის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ...

 

რატომ გაიგიჟა თავი, განსკუთრებით კი აქტიურები არიან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიკრული „ფორმულა კრეატივი“ - რომელიც თავის დროზე არც ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებაზე ამბობდა უარს დ არიან არაერთი ჩავარდნილი პროქტის ავტორი, სწორედ იმ წლებში, როცა გიორგი ჭანტურია „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ხელმძღვანელობდა.

 

დიდი ხანია უკვე აღარავის ეცინება მათ მიერ წარმოებულ ე.წ. იუმორისტულ გადაცემებზე, უკვე დიდი ხანია მათ სრულად ამოწურეს თავი, დიდი ხანია ცეზარ ჩოჩელის და კობა ნაყოფიას „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის და მომხრეების კომპანიების დოტაციებზე (დაფინანსებაზე) სხედან და აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ ის პოზიცია, რაც აქვთ!

 

ამ წრისთვის კინოინდუსტრიის განვითარება ჩაძირვის ტოლფასია, დიახ, თუ განვითარდება კინოინდუსტრია და სხვასაც მიეცემა შესაძლებლობა, შექმნას ახალი პროდუქცია და საზოგადოებას მიეცემა არჩევანი, გახდება მრავალფეროვანი ტელეპროდუქცია, ვიღა უყურებს, „რუსთავი 2“-ს და იქ გასულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და აგრესიით დატვირთულ სერიალს თუ გადაცემებს!!! თურქული სერიალების სიმრავლის მინუსს კი სწორედ სათავისოდ ხსნიან და იყენებენ. მათ აწყობთ, დამკვიდრდეს ის პროპაგანდა, რაც ძალიან კარგია თურქული კულტურისთვის, მაგრამ მიუღებელი ჩვენთვის.

 

დიახ! სწორედ ეს აშინებთ! ვინ თუ არა „ნაც.მოძრაობას“ და ამ ე.წ. „კრეტივშიკების“ სასტავმა ძალიან კარგად იციან კარგი და ჯანსაღი ტელე და კინოპროდუქციის აზრი და მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში, განწყობის გაჯანსაღებაში და ამავე დროს საზოგადოების დიდი ნაწილის ეკონომიკურ სტაბილურობაში!

 

ის, რისი თავმოკლული პროპაგანდა მიდის დღეს „რუსთავის 2“-ზე და ამ „კრეტივშიკების“ წყალობით ვხედავთ, გვესმის და არ მოგვწონს, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარემოცვაში, ვისაც მოსწონს, მას ეს სტატუსი არ ეხება, მოსწონდეს!!!

 

ამიტომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ მომწონს, მივესალმები და ველოდები ამ ინიციატივის რეალურად ხილვას“, - წერს არველაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner