logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი ნიკა გვარამიაზე: უკვე გაუგიჟებია… ღმერთს!
- +

15 აპრილი. 2019. 17:02

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკ-ტროცკისტების შექმნილი „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ წევრი კომკავშირელები ტაძრებიდან ჯვრებს ხსნიდნენ, ზარებს ამტვრევდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ.

 

გაკვირვებული ხალხი პირჯვარს იწერდა და ღმერთს პატიებას სთხოვდა, - უგუნურნი არიან და არ იციან, რას სჩადიანო.

 

მებრძოლი უღმერთოები ხალხს დაცინვით და იქედნურად მიმართავდნენ, - აბა, სად არის თქვენი ღმერთი, აბა, რამეს თუ გვიზამსო.

 

შეძრწუნებულ ხალხს მოხუცი ქალი გამოეყო და აღგზნებულ კომკავშირელებს სიბრალულით მიმართა, - მეტი რაღა უნდა გიქნათ, გაუგიჟებიხართო.

 

ახლა ეს რატომ გამახსენდა: კოპროლალიით დაავადებული ნიკა გვარამია ტელეეთერით იგინება და თან ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, – აბა, რამეს თუ მიზამთო.

 

ხელისუფლებამ და ივანიშვილმა მეტი რაღა ან რატომ უნდა უქნან ამ შეპყრობილს?! ან რა საჭიროა, რომ რამე უქნან, როცა იმ მოხუცი ქალის ნათქვამი ზედმიწევნით შეეფერება:

 

უკვე გაუგიჟებია… ღმერთს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×