logo_geo
eng_logo
კახა მიქაია: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“
- +

16 აპრილი. 2019. 12:40

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელმა კახა მიქაიამ ორგანიზაცია დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“.

 

ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!

 

რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში“, - წერს კახა მიქაია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner