logo_geo
eng_logo
დავით ლორია: 100 მილიონ ევროს ივანიშვილი ქველმოქმედებაში კვარტალში ხარჯავს და ვისი რა გაგკვირვებიათ?
- +

17 აპრილი. 2019. 00:59

 

 

უფლებადამცველი დავით ლორია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყველა საინფორმაციო სააგენტო რომ გვამცნობს, ფრანგი მილიარდერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფსო, ეს ისეთი იშვიათი და განსაკუთრებული ამბავია, რომ ყველამ უნდა თქვას და ყველამ უნდა ვიცოდეთ? თქვე ჩემისებო, 100 მილიონ ევროს ივანიშვილი ქველმოქმედებაში კვარტალში ხარჯავს და ვისი რა გაგკვირვებიათ? ივანიშვილმაც რომ გადარიცხოს 100 მილიონი ევრო ტაძრის აღდგენისთვის, ჯიშ მოდგმას დაუწყევლით, ჩვენთვის დაერიგებინა ეს ფულიო.

 

პ.ს. რა, ასე არ არის? ამას არ ამბობს საქართველოში ხალხი? ივანიშვილი სადაც ფულს დახარჯავს, იქვე იმას ამბობენ, ნეტა ხალხისთვის დაერიგებინაო“, - წერს დავით ლორია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×