logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს!
- +

17 აპრილი. 2019. 16:01

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიდი მადლობა შსს-ს, ძველი თბილისის #7 განყოფილებას.

 

გიორგი ესართია და ალექსანდრე გუნთაიშვილი, განსაკუთრებული მადლობა თქვენ!

 

ამბავი კი ასე იყო:

 

მე და ჩემი მეგობარი ქეთი ნეფარიძე თურქეთში მივემგზავრებოდით და ლეპტოპი უამრავი მნიშვნელოვანი საბუთით ტაქსში დაგვრჩა (თავო ჩემო, ცალკე თემაა).

 

13 აპრილიდან რუდუნებით ველოდით მძღოლში ნამუსის გაღვიძებას.

 

ბოლოს გადავწყვიტეთ, ცივილიზებული ფორმისთვის მიგვემართა და გავეშურეთ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებისკენ.

 

რა გითხრათ?

 

ზუსტად 3 საათში დაიდო რეზულტატი: მანქანა და მძღოლი იდენტიფიცირებული, ხოლო კომპიუტერი ჩვენს მფლობელობაში გადმოსული!

 

არ აღვნიშნო? დავმალო სიკეთე?

 

მიხარია, რომ არც „ფებე-ფებე“ ვიწუწუნე და არც მძღოლის ნამუსს ვენდე!

 

ასე რომ, ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს და ცივილიზებული მეთოდები ამართლებს!!!“ - წერს მოროშკინა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner