logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: პოლიტიკოსებო - ყველამ დაახვიეთ პოლიტიკური არენადან და დაეყარეთ თქვენს სასახლეებში
- +

18 აპრილი. 2019. 02:12

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„რომ არა ჩემი პროფესიული მოვალეობა, არასდროს ჩავრთავდი ტელევიზორს და ამ შტერ პოლიტიკოსებზე, ერთ ნიუსსაც, არასდროს არ დავდებდი. უკვე მართლა, ძალიან მაგრად შეაღონეს გული და წაიღეს ტვინის უჯრედები. მინდა, თითოეულ მათგანს, სადარბაზოსთან "დავუსატკავო" და ცხვირპირი გავუერთიანო, კარგად მივბეგვო და ის საძულველი ენისტლიკინი, ცოტა ხნით მაინც შევუზღუდო.

 

ხო მაგრამ, რად გინდაა? მე რომ ეს გავაკეთო, დარწმუნებული ვარ, უცებ გამაქანებენ "კაპრზეში"და ბორკილებსაც დიდი სიხარულით დამადებენ ხელებზე. არადა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მთელს ერს, ღია ეთერიდან გვაგინებს და კაცი არაა არაფრის გამკითხავი.

 

თქვენც ყველანი, ისევ მაგ უზრდელსა და არაკაცს ეტენებით, ეფერებით და ენის მოჩლექვით ელაპარაკებით და რატომ? იმიტომ რომ, თქვენც მისნაირი, ბინძური და საზიზღარი არსებები ხართ ყველანი. "პოლიტიკოსებო", დაუფარავად გეტყვით, თქვენ მოწამლეთ ჩვენი სიცოცხლე და დაგვიმძიმეთ ცხოვრება. მოკლედ და კონკრეტულად, ან პასუხი აგებინეთ კანონის დამრღვევ ადამიანს და წესრიგი დაამყარეთ, ანდა, ყველაზე საუკეთესო ვარიანტში, ყველამ დაახვიეთ პოლიტიკური არენადან და დაეყარეთ თქვენს სასახლეებში.

 

მოკლედ, ტელევიზორს ვერ ვრთავ ვერცერთ არხზე, რადგანაც, ყველგან თქვენ ყრიხართ, თქვენი საზიზღარი სახეებითა და ლოგიკით. გეყოთ რაა, ბოლოს და ბოლოს. გვერდზე გადექით და გზა დაუთმეთ თქვენზე უკეთეს ადამიანებს“, - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×