logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასია, თუ ამ ბიჭების ხმამაღლა დაფასება არ შეგიძლიათ!
- +

18 აპრილი. 2019. 14:08

 

 

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხანდახან, როგორ მინდა ხოლმე, რომ პირისპირ, ერთი-ერთზე და არა აქ, ვირტუალურ სამყაროში - პირში მოგახალოთ ხოლმე, - ზოგიერთების დღევანდელი (!) დამპალი სიცოცხლე, ამ ბიჭების ერთ წვეთ დაღვრილ სისხლადაც რომ არ ღირს! მინდა, რომ ხმამაღლა გითხრათ და გაგახსენოთ ხოლმე ზოგიერთებს, რომ ნეშომპალებად დარჩებოდით და ვერასოდეს ხმამაღლა საუბარსაც ვერ გაბედავდით, რომ არა ეს წარსული, ეს ბრძოლა და ეს ბიჭები! ბრძოლა წავაგეთ და გგონიათ, ომი დამთავრდა ამით?! - ყოველთვის (!)... ყოველთვის გახსოვდეთ-თქო ცოცხლად გადარჩენილი ეს ბიჭები! ყოველთვის-თქო!... და ისიც სულ გახსოვდეთ, რომ მათით ხართ... დღეს თუ რამედ ხართ და რამედ ღირს ზოგიერთების (!) ტრ...ში პერო-გაყრილი დამპალი სიცოცხლე, ამ ბიჭების დამსახურებაა! თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასია, თუ ამ ბიჭების ხმამაღლა დაფასება არ შეგიძლიათ და მათთვის ხმამაღალი მადლობის გადახდა!!! ვირტუალური ვაჟკაცები, ვირტუალური ქათმები, ეროზირებული აზროვნების ბლოგერები, ირეალურ სამყაროში ჩარჩენილი, გამოფეისბუქებული კაცად წოდებული ქათმები - ბევრი დაიხოცა იმისთვის, რომ თქვენ დღეს ცოცხლები ყოფილიყავით და თავისუფლად გეჯეჯილათ!!!! - ბევრიც გადარჩა და... აი, ამ გადარჩენილების გეშინოდეთ რეალურ სამყაროში, გეშინოდეთ და ელოდეთ... ელოდეთ თქვენს ბინძურ სიკვდილს, რომელიც ზოგს სად მოგისწრებთ და ზოგს სად, - იქ, სადაც ყველაზე მეტად არ ელით ამას.... დაგჭირდებათ კიდევ ეს ხალხი, და ისევ მათზე იქნება თქვენი კურდღელი სიცოცხლე დამოკიდებული, თუ მანამდე მიწამ არ შეჭამა თქვენი მყრალი და ბინძური ძვლები! - პირადად მე კი, ჩვეულებისამებრ (!) და ტრადიციულად (!), იქ და მაშინ მოგაკითხავთ... როცა არ მელით! (მერე თამამად ივირტუალვაჟკაცეთ) - ეს, და-ი-მახ-სოვ-რეთ“, - წერს ჩუბინიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner