logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: შავგულიძეს რა უნდა ბოკერიასთან ერთად, ეგ გამაგებინა ნეტავ...
- +

18 აპრილი. 2019. 18:57

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ მკითხა ჟურნალისტმა, თქვენ ეჭვი შეგაქვთ შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაში? გამიჭირდა პასუხი. დამამძიმა, ძველი ურთიერთობა მომაგონა ამ კითხვამ. ანუ, მე არ უნდა მქონდეს ეჭვი, თუკი ის გაერთიანდა და ერთ-ერთ ლიდერად იქცა იმ გუნდში, სადაც პროკურორია ის ადამიანი, ვინც კვალიფიკაციას აძლევდა გირგვლიანის საქმეს, ვინც კანონს იღებდა იმის თაობაზე, რა სასჯელი უნდა ყოფილიყო ამ კონკრეტულ დანაშაულზე, იღებდა კანონს, რომელიც უშვებდა ამ საქმეზე დამნაშავეთა ერთ კამერაში ჯდომას, მათი შეწყალების წინაპირობას ქმნიდა და ელემენტარულად არც გაასაჩივრა უმაღლესი სასამართლოს განაჩენი. და თვითონაც ხომ კარგად იცის, რომ ეს განაჩენიც სხვა ვერც იქნებოდა მისი ახლანდელი მეგობრების ძველი ძალისხმევით. ეცადა მაინც საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება. იმ პერიოდის მოსამართლეებისგან გმირობას არც არავინ ელოდა, მაგრამ აი, მაგას რა უნდა ბოკერიასთან ერთად, ეგ გამაგებინოს ვინმემ“, - წერს ვოლსკი.

 

სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობისთვის „ევროპული საქართველოს“ სახელით იბრძოლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner