logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: გამოდის, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ
- +

20 აპრილი. 2019. 16:32

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

 

„ეს ფეიკ-ნიუსია. თუ ეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების გავრცელებულია, მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო ფეიკ-ნიუსების გავრცელებით. კომენტარში ვთქვით, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო საარსებო მინიმუმის გამოთვლისას იყენებს ძველ მეთოდოლოგიას, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%, ხოლო ყველა სხვა ხარჯის 30-40%, რაც არასწორია. შესაბამისად ხარჯები: ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზედ მცირე გამოდის“, - წერს ქუცნაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner