logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რა ღვარძლით ხართ სავსე, რომ ელემენტარული ლოგიკა წაგერთვათ?
- +

20 აპრილი. 2019. 22:25

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„54 წლის ვარ და ჩათლახების მეტი რა მინახავს. ზოგი ინტრიგანი, ზოგი ბარიგა, ზოგი „პროსტა“ სულით ნაბ...არი, მაგრამ ასეთი „დაჟე“ სხვისი მონაყოლიც არ გამიგია.

 

- კაცს ედავებოდე, სამების ტაძრის მოხატვას იმიტომ აპირებს, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრას დასამარცხებლად მეტი გზა არ დარჩაო.

 

ეს რომ ვიღაცას სახინკლეში ეთქვა, სიცილით მოვკვდებოდი და მერე ის მთქმელი შემეცოდებოდა, მარა „მთავარი არხი“ ამას რამდენიმე დღე „მოშნად“ ატრიალებს და ცდილობს ვიღაცეებს ტვინი გამოურეცხოს, უკვე სულიერი ნაბ...ვრობა ხდება.

 

არ ვიცი ამის თქმას აზრი აქვს, თუ არა, მაგრამ იმათ, ვისაც ამისი სჯერა, ან დაჯერებას აპირებს ვეტყვი:

 

  1. არჩევნები არის 19 მაისს. თქვენ ტაძრის მოხატვა ზაბორის შეღებვა ხომ არ გგონიათ? სანამ პირველი ხაზი გაევლება, უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი მართლმადიდებლური კანონების გათვალისწინებიდან დაწყებული, მხატვრების შერჩევით დამთავრებული.

 

  1. სამების ტაძარზეა საუბარი. სამების ტაძარზე, რომელიც საუკუნეები იქნება თქვენნაირებისგან ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის დასაცავად.

 

  1. ვთქვათ ათეისტები ხართ, ვთქვათ რაღაც კონფესიებს ეკუთვნით, სხვა სექსუალური ორიენტაცია გაქვთ, ან ბოლო-ბოლო სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგახართ, მაგრამ რა ღვარძლით ხართ სავსე, რომ ელემენტარული ლოგიკა წაგერთვათ? რა გასწავლეს ამ „წმინდა მიხეილის კლასში“ ისეთი, რომ საქართველოს მოსახლეობა დებილი და გამოფიტული გგონიათ?

 

არა რა, სულის ასეთ განაბ...რებას, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner