logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასე ვიცხოვრებთ მანამ, სანამ საზოგადოება არ დაგვერქმევა!
- +

20 აპრილი. 2019. 22:47

 

 

ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იმ უბედური ბავშვის ოჯახის წევრები, ეს გარეწრები რომ ეზოდან გამოაბუნძულეს, „რ2-სთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისთვის“ რომ ციხეში გაუშვან, არც ეს გამიკვირდება!

 

ტყუილად ნუ მოთქვამთ და ნუ ვიშვიშებთ!

 

ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასე ვიცხოვრებთ მანამ, სანამ საზოგადოება არ დაგვერქმევა!“ - წერს მერაბ ხაჩიძე.

 

ცნობისთვის, მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახმა და ახლობლებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სიცრუეში დაადანაშაულეს ეთერში გასული სიუჟეტის ანონსისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არასრულწლოვანმა თავი შიმშილის გამო მოიკლა.

 

„რუსთავი 2“-ის ჯგუფი, რომელიც ჭირისუფალთან დღესაც ჩავიდა, სახლში არ შეუშვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ტელეარხმა ანონსი შეცვალა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×