logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ყველას დიდი ხანია გირჩევთ, ნუ უჯერებთ „რუსთავი 2“-ის სკანდალურ ნიუსებს
- +

20 აპრილი. 2019. 23:30

 

 

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე „რუსთავი 2“-ის მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ მარტვილელი 15 წლის მოზარდის სუიციდის მიზეზი თითქოს შიმშილი იყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვებაა და ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ვითარების დროულ და რადიკალურ გაუმჯობესებას.

 

და უკლებლივ ყველანი ჯერ კიდევ ვერ ვთანხმდებით, რომ „ერორის“ [error] [რუსთავი-2] ყალბი ამბების მაუწყებლობა ზღვარგასდასული სიბინძურის მორევშია და ბევრი თქვენგანის ცნობიერებასა და აღქმებზე მანიპულირებს?!

 

გასულ შემოდგომაზე, როცა ჩემი ერთკვირიანი დაკვირვებით გამოვავლინე, რომ „ერორის“ ნიუსების 80% „ფეიკი“ და მანუპილირება იყო, მეცნენ ე.წ. „ფაქტჩეკერების“ ორმაგსტანდარტიანი წარმომადგენლები. თუმცა, ზუსტად ეს ზოგიერთი ე.წ. „ფაქტჩეკერი“ [ფაქტების გადამმოწმებელი], ის სუბიექტები არიან, რომელნიც საერთოდ ვერ ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობაში და საზმაუ-ს ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებენ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი მიულერის კომისიის დასკვნამდე, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევაზე უაპელაციოდ ღაღადებდა. სხვა სუბიექტი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარ აკადემიურ გამოკითხვაში დასვა შეკითხვა - „გვეშველება თუ არა რამე?“ და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ე.წ. „ფაქტჩეკერების“ ყურადღების მიღმა მუდმივად რჩება „ერორის“ ტყუილები და ყალბი ამბები. მაშინაც კი, როცა აშშ-ის საელჩო მიუთითებს „ერორს“ [ამერიკელი იუნკერ ქალზე ძალადობის ფაქტზე მორიგი ბინძური ტყუილი]...

 

გამოსავალი ამდენი სიყალბისგან? რასაკვირველია, არის. ცივილიზებულ დასავლეთში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა-დანერგვა და არა აქაური ფსევდოების ბოდვების მოსმენა. მაგალითად, ბრიტანეთში არსებობს სამთავრობო სტრუქტურა, მარეგულირებელი - Ofcom [The Office of Communications, კომუნიკაციების ოფისი], რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას კომუნიკაციის ყველა სფეროში და, უწინარესად, საზოგადოების დაცვას მედიის მავნე და შეურაცხმყოფელი მასალებისგან.

 

დედიმისის შვილია, რომელიმე ბრიტანული ტელეარხის [არა მხოლოდ იქაური საზმაუ BBC] ტელეწამყვანმა შეიგინოს ანდა სიყალბე გაავრცელოს...

 

 

P.S. ზოგადად, ყველას დიდი ხანია გირჩევთ, ნუ უჯერებთ „ერორის“ სკანდალურ ანონსებს, ნიუსებს, მათი სიუჟეტების „დამკოპირებელ“ სატელიტ საინფორმაციო საშუალებებს. მესმის, რომ ფეიკ-ნიუსების გამოვლინებას ელემენტარული მედია-წიგნიერება სჭირდება, მაგრამ „ერორის“ შემთხვევაში, ამას ტრეინინგის გავლაც და რამე სპეციალური უნარ-ჩვევების შეძენა აღარ სჭირდება. მათ დიდი ხანია გაიძვერობაში გადაუსწრეს ტელეარხ „Russia Today“-ს...“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner