logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: თვითმმართველობა, როგორც ასეთი, იგნორირებულია უკვე დიდი ხანია...
- +

22 აპრილი. 2019. 12:09

 

 

„გუშინდელი ინციდენტი ბირკიანში კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენთან თვითმმართველობა, როგორც ასეთი, იგნორირებულია უკვე დიდი ხანია, უფრო სწორად კი, 2006 წლიდან დღემდე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა ის საკითხი, რომლის შესათანხმებლადაც სოფელში ნახევარი მთავრობა იყო ჩასული, ნორმალურ ქვეყანასა და ნორმალურ სიტუაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა და ასეც უნდა იყოს...

 

მინისტრების და მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ამ სახით ვოიაჟი სოფელში თვითონ უწევს პროვოცირებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადამეტებული, ზემოლოდინის შექმნას და შესაბამისად, პროვოცირებას უწევს მათი მხრიდან გაუმართლებელ, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებით გამოწვეულ არაკანონიერ ქმედებებს!

 

თუ ვინმეს უნდა ემუშავა გუშინ ბირკიანში, ეს ახმეტის მერია და შესაბამისი რეგიონალური სტრუქტურებია, რომლებიც სამწუხაროდ არსად არ ჩანდნენ ...

 

P.S. მსგავს საკითხებზე ე.წ. მოლაპარაკებები სოფლის წარმომადგენლებთან სამხარეო პოლიციის შენობაში კი არა, მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი რწმუნებულის ადგილსამყოფელში უნდა ტარდებოდეს!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×