logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: პანკისის თემას ასე ხელაღებით, სათავისოდ ნუ გამოიყენებთ! სირცხვილია, რასაც თქვენ კადრულობთ...
- +

22 აპრილი. 2019. 12:13

 

 

„პანკისის თემას ასე ხელაღებით, სათავისოდ ნუ გამოიყენებთ ყველა, უბრალოდ სირცხვილია, რასაც თქვენ კადრულობთ...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის, ვინც პოლიციას ქვას ესვრის, პირადად ჩემთვის დამნაშავეა და სასტიკად უნდა დაისაჯოს... თუკი ჰესის მშენებლობას აპროტესტებ ხეობაში, იმის შეგნება კი უნდა გქონდეს, რომ დაჯდე და დაილაპარაკო მოპირდაპირე მხარესთან, გაარკვიო ყველაფერი და ამ 21-ე საუკუნეში ქვებითა და ჯოხებით არ „მოაგვარო“ საკითხი...

 

საწყენია უბრალოდ, მთელი პანკისის ხეობა, დიდი და პატარა, ქვებითა და ჯოხებით შეიარაღებულნი რომ დაუპირისპირდა პოლიციას... არც იმას მივესალმები, ადამიანების მიმართ ძალა რომ გამოიყენა პოლიციამ, მაგრამ, თუკი ვინმეს დამცირებული პოლიცია გინდათ, მაშინ ისიც დაუმატეთ, ჩვენსავე მიწაზე სიყვარულითა და თანაცხოვრებით განებივრებული პანკისელები, გსურთ, რომ ქვებისა და ხელკეტების დონეზე გვეურთიერთონ, ჩვენსავე მიწაზე ქართველებს?.. ეს თემა, რატომღაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დღევანდელი არეულობა პანკისში, თითქოს მართული იყო მავანთა მიერ და ცოტა აზრზე თუ მოხვალთ ზოგიერთები, მართლა კარგი იქნება...

 

გიორგი გახარიაზე ნიშნისმოგებით საუბარს, ჭკუით მოიქცეთ, ის ჯობია... დიახ, გიორგი გახარია ჩემი ქვეყნის შს მინისტრია და არცთუ ცუდი, რომელსაც უფლება აქვს, პოლიციის შეურაცხყოფის ყველა ფაქტზე, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს... სხვათაშორის, მისმა მოადგილე კახა საბანაძემ აქციის წევრები გააფრთხილა და ცივილიზებულად მოუწოდა თავშეკავებისკენ, მან იქვე განუმარტა, რომ პოლიციელთა მიმართ განხორციელებულ ყველა შეურაცხმყოფელ ფაქტზე, რეაგირება იქნებოდა მკაცრი და კანონიერი...

 

მოკლედ, პანკისის ხეობა არავის ხელწამოსაკრავი არ არის და თქვენი პირადი ამბიციები, ამჯერად კარგად შეინახეთ, რადგან, არც არეულობა გამოგივათ პანკისში და არც შს მინისტრის გამოცვლა, ისევ და ისევ, თქვენივე ახლო მეგობარი ნაცების სასარგებლოდ.

 

ქართველები და პანკისელები, კვლავაც მეგობრულად განაგრძობენ მომავალში თანაცხოვრებას, უბრალოდ, თქვენ ყველას, ვინც თქვენი მდაბიო აზროვნებით, ქვეყანაში არეულობასა და დაძაბულობას აღვივებთ, უფალმა მოგიტევოთ ამ ბზობა დღეს...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner