logo_geo
eng_logo
ხათუნა ჟორდანია: კიდევ ერთხელ ვიმეორებ მომწონს ჩემი ქვეყნის შს მინისტრი - გახარია
- +

22 აპრილი. 2019. 21:08

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ხათუნა ჟორდანია წერს:

 

„დიდი ხანია, აღარ მსიამოვნებს, ფბ-ში შემოსვლა. მართალი გითხრათ, აღარც საინფორმაციოებს ვადევნებ თვალყურს. მეჩვენება, რომ აგრესია, ზიზღი, ადამიანების დაცინვა, არაკომპეტენტურობა, გახდა უმრავლესობისთვის, ჩვეულებრივი ცხოვრების წესი.

 

დღეს, დილიდან (შემთხვევით) ჩავრთე ტელევიზორი და ვისმენ, რომ მთავრობას აკრიტიკებენ, გუშინდელ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - „ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეყილება მიიღო გახარიამო“,

 

ნეტა, იმაზე უპასუხისმგებლო იყო, ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ყოფილმა შსს მინისტრმა ბარამიძემ და ნაც. მოძრაობამ მიიღო, სვანეთის მოსახლეობის და აფრასიძეების მიმართ?

 

მე კი მომეჩვენა, რომ პირიქით, ძალიან მაგრად გაანეიტრალა, დაძაბულობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

 

არავის ვახვევ ჩემს აზრს და ნუ შემომივარდებით სალანძღავად ნურავინ. ჩემს აზრს გამოვთქვამ, ჩემს გვერდზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ- მომწონს ჩემი ქვეყნის, შს მინისტრი- გახარია“, - წერს ხათუნა ჟორდანია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×