logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ხომ არ ჰქონდა ადგილი პანკისის ხეობაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს?
- +

23 აპრილი. 2019. 12:47

 

პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში ექსპერტი გია აბაშიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის „ნარატივს“ ხედავს და მათი მისამართით კითხვებს სვამს.

 

„გავაანალიზე რა არსებული ღია წყაროები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების „ნარატივები“ და საქმიანობა, გამიჩნდა არაერთი შეკითხვა და მინიშნება. ამით ოდნავ გავაგრძელებდი 2 აპრილის ჩემ სამაგიდო კვლევას, სადაც მოკლედ აღვწერე ნაცმოძრაობის სიტუაციური მოკავშირეები არასამთავრობო სექტორის ერთ ფლანგზე. მივყვეთ თანმიმდევრულად. როდესაც ხაზგასმით ვწერ „ფეისბუქში“, ვსაუბრობ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ხელისუფლების კომუნიკაციის ნაკლებობაზე, მხედველობაში მაქვს, შემდეგი:

 

  • ხომ არ ჰქონდა ადგილი პანკისის ხეობაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს?
  • და ხომ არ ემსახურება ხელისუფლების დასუსტების აღქმის შექმნა, ადგილობრივი მოსახლეობის პროვოცირება მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული ძალების მიზნებს, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებასა და არეულობას ცდილობენ?
  • ხომ არ აგრძელებენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ მცდელობას, რომ შეიქმნას დაძაბულობის ფონი და მგრძნობიარე საკითხებზე სპეკულირებით, ცრუ ინფორმაციებზე დაფუძნებული პროპაგანდით, ხომ არ ცდილობენ ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივებას?
  • პანკისში ვითარების ესკალაციისთვის ხომ არ მოამზადეს არასამთავრობოებმა ის ფონი, როგორც პირადობის მოწმობების გაყალბების შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციებით ეკა გიგაურმა და სხვა არასამთავრობოებმა მოუმზადეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და შემდგომი რევანშისტული ქმედებებისათვის?“

 

ექსპერტი  იხსენებს პანკისის მოსახლეობასთან ერთი წლის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს, როდესაც მათ დეტალურად აუხსნეს, რა დადებითი მხარეები აქვს ჰესის მშენებლობას, რამაც გია აბაშიძის თქმით, შედეგი გამოიღო და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაარკვია რეალობაში.

 

„ამის საპირწონედ კი, არასამთვრობო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა (განსაკუთრებით კი თამთა მიქელაძე და ორგანიზაცია EMC. მათ შორის, მათი ადგილობრივი აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი) მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა პანკისელები და დააჯერეს, რომ ჰესის მშენებლობა გამოიწვევდა დიდ კატასტროფას, აღარ ეყოლებოდათ ბავშვები და სხვა ბევრი უმსგავსო ტყუილი, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის მცირე კონტიგენტზე. რასაც მოწმობს მათი ის აქტივიზმი, რომელიც აქამდეც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, EMC მთელი წლის მანძილზე წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ ჰესი სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეტიც ის ახდენდა ამ აზრის პროპაგანდასაც ქმნიდა ვიდეოებს და ასპონსორებდა მათ დისტრიბუციას სოციალურ ქსელში“, - წერს გია აბაშიძე.

 

აქვე ექსპერტს მაგალითები მოჰყავს:

 https://www.facebook.com/watch/?v=443827109755405

https://www.youtube.com/watch?v=KXNBVvWrcQI&feature=youtu.be

რას აკეთებს უკვე შემდგომ EMC

 

  • როდესაც კომპანიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაიწყო მოლაპარაკებები, EMC-მ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ადგილობრივებზე ხორციელდებოდა ძალადობა-დაშინება. https://news.ge/hesebis-mshenebloba-pankisis-xeobashi-emc-…/, რაც თვითონ ადგილობრივებმაც კი არ დაადასტურეს „კურიერის“ სიუჟეტში.

ინტერნეტში ძიებისას გვხდება დამატებითი სხვა პროექტები/პლატფორმები პანკისში:

https://emc.org.ge/…/kvemo-kartlsa-da-pankisshi-adgilobrivi…

[დაფინანსება „სოროსის ფონდის“ მეშვეობით. ბიუჯეტი 25 000$].

https://emc.org.ge/…/proekti-sakartveloshi-mtskhovrebi-musl… 

[ბიუჯეტი 97 978$]

https://osgf.ge/grants/projects/…

პროექტები :

  • საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაერთიანებული ნიუსრუმი - შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი [45 851$]. https://reginfo.ge/about
  • ,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი’’ ჩვენ ვართ პანკისიდან - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი [18 000$].
  • ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი მომავლისთვის - საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი [29,329$]
  • რადიო WAY- პანკისის ხეობის თემის განვითარებისთვის - ააიპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ [6 000$]
  • პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების ინტეგრაციის ხელშეწყობა - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი [14 194$]

შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი :

გელა მთივლიშვილი (გააფორმა კომპანიის სახელით იჯარის ხელშეკრულება) - https://naprweb.reestri.gov.ge/#/view/7652675

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი :

  1. თამარ ბექაური,
  2. ბესო ხოხობაშვილი,
  3. ანი იმედაშვილი,
  4. ივერ ქავთარაშვილი

ააიპ ,,სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ :

  1. პაატა ჩახვაშვილი
  2. ეთერ ფანგანი
  3. გელა შაშიაშვილი
  4. სულხან ბორძიკაშვილი
  5. ისლამ გორგიშვილი
  6. გელა მთივლიშვილი
  7. შორენა ხანგოშვილი
  8. ლეილა აჭიშვილი
  9. ნაზი დაქიშვილი
  10. კაილ რიჩარდ ჯონსონი
  11. თამარ ქაჩლიშვილი

აქვე თვალსაჩინოებისთვის მოგიყვანთ ზოგიერთი არასამთავრობოს რეაქციას პანკისის მოვლენებზე:

- რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას პანკისი მოვლენებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ როდესაც იქ მთელი პროცესები ვითარდებოდა რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ პროცესის გამწვავებას და გაგრძელებას;

- მიუხედავად არასამთავრობოების და მათი ადგილობრივი პლატფორმების მცდელობისა მოეხდინათ სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია, გუშინ დღის ბოლომდე, შსს მინისტრის ჩართულობით სიტუაცია განიმუხტა და მოლაპარაკებები გადავიდა კონსტრუქციულ რეჟიმში, რაზე საპასუხოდაც არასამთავრობოთა ნაწილი ისევ ჩავიდნენ ადგილზე და სცადეს სიტუაციის გამწვავება, რაც არის მათი მიზნების თვითლუსტრირება, ხოლო იმავე დღეს ჩაატარეს აქცია, რათა განმუხტული სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბულიყო?..

 

ბაია პატარაია

https://www.facebook.com/842130132/posts/10161592663200133?sfns=xmwa

  • აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი თელავში შეხვედრის ფორმატში აცხადებს, რომ შსს-ს მხრიდან იყო ზეწოლის ფაქტები. მისი თქმით, ჰესების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს იბარებდნენ პოლიციაში. ასევე იყო მუქარა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებაც.
  • თამთა მიქელაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ცდილობდა ხაზგასმით ეთქვა, რომ ხელისუფლებამ მაჩალიკაშვილის ტრაგედიის შემდგომაც ვერ იაზრებს როგორ უნდა ესაუბროს პანკისის ხეობას და იყენებს ძალას. ამასთან საყურადღებოა მისი აქცენტი ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით. ხაზს უსვამს, რომ ის იყო ბენდუქიძის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გამტარი. ამასთან, მისი თქმით, ის არის ენერგოლობისტების ინტერესების გამტარი ხელისუფლებაში და სწორედ მისი დანიშვნის შემდგომ დაიწყო ხელისუფლებამ რადიკალური პოლიტიკა ამ კუთხით.
  • „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი აპელირებს, რომ ის რაც შსს-მ ჩაიდინა არის მავნებლობა და რისკების ზრდა ქვეყნისთვის, რადგან ეს რეგიონი არის სენსიტიური. ასევე საუბრობს არსებულ 2 ჰიდროელექტროსადგურზე, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე. ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის დღევანდელი მინისტრი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს.
  • EMC-ის წარმომდგენელმა, ეთო გვრიტიშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ის პანკისში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას დააკისრა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვა. http://rustavi2.ge/ka/news/131436
  • პანკისის ხეობაში იმყოფებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე და ხეობაში განვითარებული პროცესები შეაფასა. მისი განცხადებით, ვითარების დაძაბვა ხეობის მცხოვრებლებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის არ არსებობამ გამოიწვია.

http://rustavi2.ge/ka/news/131442

  • თამთა მიქელაძე სპეცოპერაციაზე: მათ დაიწყეს პანკისიდან, რადგან ამას გაამართლებდნენ.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/197407/…

  • „მანამდეც იყო ინტერესი ჰესების აშენებაზე, მაგრამ თურნავას დანიშვნა უკვე ამ პოლიტიკის ღია გატარებაა. დარწმუნებული ვარ, იგივე აგრესიულ პოლიტიკას ისინი გაატარებენ სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, სვანეთში, რაჭასა და აჭარაში“, თქვა თამთა მიქელაძემ. ეს ნიშნავს იმას, რომ სვანეთშიც რაჭასა და აჭარაშიც „ი ემ სი“ დაიწყებს იმავე ქმედებას რაც ქნა პანკისში? ეს უნდა დასრულდეს...

 

არსებული მცირე მიმოხილვითა და დაკვირვებით გიზიარებთ საკუთარ მოსაზრებებსა და აღქმებს და აქვე კიდევ ერთხელ გავმეორდები - ხელისუფლებას ესაჭიროება სწორი და დროული კომუნიკაცია მოჭარბებული სიყალბეებისა და ცრუ აღქმების შექმნის მცდელობათა ფონზე!“ - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×