logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: დიდი „ძაღლის თავი“ მარხია მაგ „ჰესის ქვეშ“, ფრთხილად!
- +

23 აპრილი. 2019. 13:10

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა „TV-პირველზე“ წარმოუდგენელი საოცრება თქვა ვიღაც ქალბატონმა პანკისის ხეობიდან - „მე ვარ იმ ჯგუფის წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ჰესის აშენების წინააღმდეგია. ჩვენ როცა დავიწყეთ აქტიური პროტესტი და ვამბობდით, რომ არ გვინდა აშენდეს ჰესი, მოგვიწია შეხვედრები, ბრიფინგები, ჟურნალისტებისთვის პასუხების გაცემა, მივხვდით, რომ ჩვენ ვიყავით წინაღმდეგი ამ ჰესის აშენების, მაგრამ რომ ვფიქრობდით, არ ვიცოდით, რატომ ვიყავით მისი აშენების წინააღმდეგი. ამის გამო დავიწყეთ მერე მოძიება, თუ რა არგუმენტით უნდა ვყოფილიყავით წინააღმდეგი..."

 

დედას ვფიცავ, სიტყვას თუ ვიტყუებოდე!

 

გადაახვიეთ და ნახეთ!

 

ფაქტია - ამ „სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს“ ვიღაცებმა დაავალეს, რომ ყოფილიყვნენ წინააღმდეგი, მაგრამ კარგად ვერ აუხსნეს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ წინააღმდეგი და ამ ქალბატონს ეს წამოსცდა, ფაქტობრივად...

 

დიდი „ძაღლის თავი“ მარხია მაგ „ჰესის ქვეშ“, ფრთხილად, ხელისუფლებავ!“ - წერს სვანიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner