logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის
- +

23 აპრილი. 2019. 14:07

 

 

„EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ექსპერტი გია აბაშიძე.

 

ექსპერტი პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთი წლის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს იხსენებს, როდესაც მათ დეტალურად აუხსნეს, რა დადებითი მხარეები აქვს ჰესის მშენებლობას, რამაც აბაშიძის თქმით, შედეგი გამოიღო და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაარკვია რეალობაში.

 

„ამის საპირწონედ კი, არასამთვრობო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა (განსაკუთრებით კი თამთა მიქელაძე და ორგანიზაცია EMC. მათ შორის, მათი ადგილობრივი აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი) მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანა პანკისელები და დააჯერეს, რომ ჰესის მშენებლობა გამოიწვევდა დიდ კატასტროფას, აღარ ეყოლებოდათ ბავშვები და სხვა ბევრი უმსგავსო ტყუილი, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის მცირე კონტინგენტზე. რასაც მოწმობს მათი ის აქტივიზმი, რომელიც აქამდეც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, EMC მთელი წლის მანძილზე წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ ჰესი სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეტიც ის ახდენდა ამ აზრის პროპაგანდასაც ქმნიდა ვიდეოებს და ასპონსორებდა მათ დისტრიბუციას სოციალურ ქსელში“, - აცხადებს გია აბაშიძე.

 

იმის დასტურად, თუ რას აკეთებდა  EMC, ექსპერტს ანალიტიკურ მიმოხილვაში მაგალითები მოჰყავს:

 

https://www.facebook.com/watch/?v=443827109755405

https://www.youtube.com/watch?v=KXNBVvWrcQI&feature=youtu.be

 

„როდესაც კომპანიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაიწყო მოლაპარაკებები, EMC-მ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ადგილობრივებზე ხორციელდებოდა ძალადობა-დაშინება. https://news.ge/hesebis-mshenebloba-pankisis-xeobashi-emc-…/, რაც თვითონ ადგილობრივებმაც კი არ დაადასტურეს „კურიერის“ სიუჟეტში.

ინტერნეტში ძიებისას გვხდება დამატებითი სხვა პროექტები/პლატფორმები პანკისში:  https://emc.org.ge/…/kvemo-kartlsa-da-pankisshi-adgilobrivi…

[დაფინანსება „სოროსის ფონდის“ მეშვეობით. ბიუჯეტი 25 000$].

https://emc.org.ge/…/proekti-sakartveloshi-mtskhovrebi-musl… [ბიუჯეტი 97 978$]

https://osgf.ge/grants/projects/…

 

პროექტები :

  • საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაერთიანებული ნიუსრუმი - შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი [45 851$]. https://reginfo.ge/about
  • „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ „ჩვენ ვართ პანკისიდან“ - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი [18 000$].
  • ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი მომავლისთვის - საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი [29 329$]
  • რადიო WAY- პანკისის ხეობის თემის განვითარებისთვის - ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ [6 000$]
  • პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების ინტეგრაციის ხელშეწყობა - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი [14 194$]

შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი :

გელა მთივლიშვილი (გააფორმა კომპანიის სახელით იჯარის ხელშეკრულება)“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner