logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ნიუ-იორკში დაფუძნდა „გეორგია შენი პროექტია“-ს საინიციატივო ჯგუფი
- +

23 აპრილი. 2019. 16:36

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „გეორგია შენი პროექტია“-ს ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, ვაუწყო „გეორგია შენი პროექტია“-ს მხარდამჭერებს, ქართველ ემიგრანტებს, მთლიანად ქართველ საზოგადოებას, რომ ნიუ-იორკში (ბრუკლინში) დაფუძნდა „გეორგია შენი პროექტია“-ს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყონ და მხარი დაუჭირონ ამ პროექტს, რომელსაც ამოქმედებით რეალურად შეუძლია საქართველოში აღმშენებლობის პროცესის დაწყება!

 

მინდა, იცოდეს საქართველოს მოკეთემაც და მავანმაც, რომ თითოეული ქართველის ყურამდე და გულამდე მივიტანთ ამ პროექტის შინაარს, რათა ამ უიმედო ყოფაში ჩავარდნილი ქართველობა გამოფხიზლდეს! დაიჯეროს, რომ თუ ამ საქმის გარშემო შეიკვრება და დაირაზმება(არა პიროვნების, არამედ-საქმის), თვითონ შექმნის თავის წარმატებულ და ღირსეულ მომავალს! ამისთვის მართლა ღირს ბრძოლა!

 

მეიმედებით-გეიმედებოდეთ!“ - წერს შიხიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×