logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: წილად მხვდა პატივი, ვიყო საკონსტიტუციო სამართლის ახალი სახელმძღვანელოს თანაავტორი
- +

23 აპრილი. 2019. 16:38

 

სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წილად მხვდა პატივი, ვიყო საკონსტიტუციო სამართლის ახალი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ვფიქრობ, ეს წიგნი კონსტიტუციის ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით საჭირო ინფორმაციას მიაწვდის როგორც სტუდენტებს, ასევე კონსტიტუციითა და პოლიტიკით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

განსაკუთრებით მოხარული კი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელოში პირველად გაჩნდა ცალკე თავი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების შესახებ, რაც იმის საწინდარია, რომ მომავალი იურისტების ცნობიერებაში ქართული დიასპორა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

 

ნდობისათვის კი დიდი მადლობა რედაქტორს დიმიტრი გეგენავას“, - წერს ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner