logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ივანე ჯავახიშვილი! როგორ ჟღერს, არა? თითქოს სვეტიცხოვლის ზარი ჩამოკრესო, თითქოს გორგასალმა დაიღრიალა...
- +

24 აპრილი. 2019. 14:01

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ივანე ჯავახიშვილი! როგორ ჟღერს, არა? თითქოს სვეტიცხოვლის ზარი ჩამოკრესო, თითქოს ალავერდის ტაძარი ამოვარდა შენს წინ, თითქოს გორგასალმა დაიღრიალა და თითქოს თამარ მეფემ გადმოხედა ვარძიიდან თავის ერს. არადა, ალბათ ხმალი მას არასოდეს მოუქნევია, ალბათ არავინ უცემია, არც სპორტში გაუმარჯვია, არც მილიონი ჰქონია, არც სახლი აუშენებია, არა, მას მხოლოდ ტვინი და კალამი უჭრიდა და უზომოდ უყვარდა საქართველო. ბრწყინვალე ლოგიკური აზროვნება, ნებისყოფა, უდიდესი ერუდიცია, თავადური გამორჩეული ქცევა და ამავე დროს მიამიტური უბრალოება; აი, ყველაფერი ის, რაც მას ბავშვობიდან ყველასაგან გამოარჩევდა. ამას მოჰყვა ბრწყინვალე განათლების მიღება, ბრწყინვალე მასწავლებლებთან ურთიერთობა და მეგობრობა, უნივერსიტეტის დაარსება, დამოუკიდებლობის გამოცხადება და რაც მთავარია, მისი უმთავრესი მისიის აღსრულება: ქართველი ერის ისტორიის მრავალტომეულის დაწერა. მის თავზე ათასმა ქარბორბალამ გადაიარა, გაუძლო, აიტანა, ბოლოს ყურთ დააკლდა სმენა, კუჭიც აწუხებდა, ბოლოს დააფასეს ღვაწლი და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობაც მიანიჭეს. თითქოს ოდნავ მოძლიერდა, მაგრამ ცხოვრებისგან მიღებულმა ყოველივე ტკივილმა თავისი ქნა, თავის ლექციაზე წაიქცა, ამბობენ, იმ დღეს ოჯახში მომხდარ უსიამოვნებაზე იდარდაო“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×