logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: დაბოღმილები სახეებით რატომ მასწავლით, თუ რა არის თეატრი და როგორ უნდა დავდგა სპექტაკლები?!
- +

24 აპრილი. 2019. 16:03

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ლოდი გადაგორდა!

 

ახლა კი მიფრთხილდით:

 

ყოვლისმცოდნე უნიჭო ბერწებო;

 

ნიჭიერო და არც ისე ნიჭიერო, მაგრამ საყვარელო მსახიობებო;

 

ხელოვნებაში გაამაყებულო მეგობრებო, ჩემზე კარგად რომ იცით ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა და ალბათ ეს ასეცაა, მაგრამ ერთი რამ მაოცებს, დაბოღმილები, უმარილო მრისხანე სახეებით რატომ მასწავლით, თუ რა არის თეატრი (გამოგიტყდებოთ, მიკვირს, საიდან ასეთი თავდაჯერება (?!) - მე კი პირიქით, ყოველ დღე მირთულდება ამ იდუმალების ახსნა)... თქვენ კი მიწისფერი აჩრდილივით შორეული წარსულიდან ჩამჩიჩინებთ და მასწავლით, თუ როგორ უნდა დავდგა სპექტაკლები (თანაც მხოლოდ შედევრები!);

 

მიფრთხილდით, მოქეიფენო, ისე ვერა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც დაგათრობთ - 3 ბოთლამდე ავალ! სარქველი ჩადგმული მაქვს!

 

გილოცავთ ამ დიდი კვირის ვერაგობას და გამარჯვებას!

 

ალილუია!

 

ქვის ლოდი აკლდამას მამის ხელმა მოაცილა!

 

ამინ!“ - წერს სტურუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×