logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ამათ უბრალოდ დავალება აქვთ, ამ ჰესის თემაზე ერთი ამბავი ატეხონ!
- +

24 აპრილი. 2019. 17:59

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პანკისში ელექტროსადგურის (ჰესის) მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის კითხვა - დაასახელეთ ერთი მიზეზი, რატომ არა ჰესს?“

 

პანკისელი „სამოქალაქო აქტივისტების“ პასუხი - „წინააღმდეგი ვართ, მაგრამ არ ვიცით, რატომ...“

 

ხაზს ვუსვამ - მე პირადად ამ ჰესის არც მომხრე ვარ, არც წინააღმდეგი, რადგან არ ვიცი ეს საკითხი კარგად...

 

მაგრამ ამ პასუხმა გამაოგნა...

 

ისიც უცნაური აზრია - „ჰესის აშენების მომხრეები ჩვენზე ემოციურად ძალადობდნენ, რადგან ითხოვდნენ არგუმენტს, რატომ ვიყავით წინააღმდეგიო“, ანუ, არგუმენტის მოთხოვნა „ძალადობა“ ყოფილა, კაცო!

 

რა ვიცი, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ამათ უბრალოდ დავალება აქვთ, ამ ჰესის თემაზე ერთი ამბავი ატეხონ!

 

მაგრამ ცოტა ცუდად არიან დატრენინგებული...

 

თქვენ რას ფიქრობთ?“ - წერს სვანიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner