logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი: მოდით! ერთად ვიზეიმოთ ფაშიზმზე გამარჯვება და ერთად დავგმოთ მისი აღორძინება
- +

2 მაისი. 2019. 23:27

 

 

ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 

„მიმართვა! საქართველოს ყველა მოქალაქეს. დიდსა და პატარას. ქალსა და კაცს. ჩვენს სახელოვან ომისა და შრომის ვეტერანებს. ახალგაზრდობას, რომლებიც აქტიურად მეხმაურებიან facebook-ზე, ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში.

 

მივმართავ კომუნისტური პარტიის ნამდვილ წევრებს და მათ, ვინც ნანობს პარტიული ბილეთისა და მისი აქტიური ცხოვრების ნაწილის სანაგვეზე გადაგდებას.

 

მივმართავ ჩემს ძვირფას სტალინელებს - 2019 წლის 6 მაისს 15:00 საათზე რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც ბევრ ახალ ამბებსა და ბევრ უცნობ დოკუმენტურ კინო კადრებს ნახავთ სტალინზე, ძველ თუ ახალ ცხოვრებაზე.

 

მოვუწოდებ მედიას, ოპოზიციურს თუ პოზიციურს, მობრძანდნენ თეატრში და თვალყური მიადევნონ იმ კონტრასტებს, რომლის არათუ კონტურებს იხილავენ, ფაქტის წინაშეც კი დადგება საზოგადოება და მაყურებელი.

 

საუბარი იქნება იმაზედაც თუ - „პეტრე პირველის ევროპისაკენ გაღებული ფანჯარა როგორ მიხურა თავის დროზე გენიოსმა მწერალმა დოსტოევსკიმ“.

 

მოდით! ერთად ვიზეიმოთ ფაშიზმზე გამარჯვება და ერთად დავგმოთ მისი აღორძინება“, - წერს გრიშა ონიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner