logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბევრჯერ ითქვა და კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად...
- +

6 მაისი. 2019. 15:39

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გასულ კვირას ახალგაზრდების ერთი ჯგუფის მიერ გამართულ „აქცია პერფორმანსს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ყოველგვარი „პოლიტიკური კუთვნილების გარეშე:

ქუჩის აქციები არც საქართველოსთვის არაა უცხო და არც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის. ეს ცალკე თემაა. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო გასულ შაბათს ჩატარებული ეგრეთწოდებული „აქცია პერფორმანსი“, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვდა ხის შესყიდვას, რათა სტატუსშეჩერებული სტუდენტები დააფინანსონ.

 

აქციის მცირე მასშტაბს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ სოციალური ფონი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური აქტივობების სამწუხარო მახასიათებელია. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციას „განათლების დიდი მოამაგე“ სააკაშვილი ატარებს და ამჯერად გიორგი სიგუას „კრეატიული ნიჭის“ წყალობით ცდილობს თავის შეხსენებას.

 

„იყიდოს, წაიღოს. ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას...“, ვფიქრობ, სამართლიანობის მაძიებელმა ახალგაზრდამ ასე არ უნდა ილაპარაკოს, მათ გასაგონად ვამბობ თორემ სიგუას აღარაფერი ეშველება. არც ის ადამიანები დარჩენილან გაწბილებულები, ვისგანაც აქამდე ხეები იქნა შესყიდული და არც ქვეყანა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უნიკალური ბაღი გააშენა, გრძელი სიაა. ბევრჯერ ითქვა, კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად: არაერთი ასეთი სია შეიძლება გაკეთდეს ქველმოქმედების, ისტორიული ძეგლების, კულტურის ცენტრების აღდგენის, შენების, დასაქმების მიმართულებებით.

 

მარტო სკოლების აღდგენა-რესტავრაციასა და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე. მისი დაფინანსებით სწავლობს ათეულობით სტუდენტი აშშ-ში, ევროპაში.

 

კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკის ინსტიტუტი, არაერთი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი - ეს უკვე შემდგარი პროექტებია. თბილისისა და ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტებიც სულ მალე მოემსახურებიან ჩვენი ახალგაზრდების (და არამარტო) განათლებასა და ქვეყანის განვითარების საქმეს.

 

ერთი მომწეროს ვინმემ - რა დააშავა?!

 

დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტროსაც ბევრი აქვს სათქმელი, ზოგადად, სტუდენტების და მათ შორის შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსულთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების, ტექნიკური განათლების სისტემის გაფართოების, ცოდნის ხარისხის ამაღლების პროექტებზე... პრობლემებზეც“, - წერს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner