logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: სალოცავად მივდივარო, თქვა, მაგრამ მანამდე ჟურნალისტებს აგინა...
- +

8 მაისი. 2019. 00:42

 

„სალოცავად მივდივარო, თქვა ტიპმა, მაგრამ მანამდე ჟურნალისტებს აგინა...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი მალხაზ მაჩალიკაშვილზე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თქვენი ლოცვა და თქვენი სინდისი, მართლაც რომ დაიწვას ცეცხლში... საჯაროდ რომ გამოდიოდით და ამბობდით, სუს-ში შევარდები ასი კაცით და თავს ავიფეთქებო, უკაცრავად მაგრამ, ის კაცი თქვენ არ ბრძანდებით ბატონო მალხაზ?... თქვენ ხართ, დასაჭერი კაცი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც თქვენს მიმართ წარმოდგენილი ბრალდებებია, დიდი ალბათობით, მართალი იქნება... რამდენი თვეა, რაც თქვენ საჯაროდ წერთ, თქვენსავე „ფეისბუქ“ გვერდზე, რომ სოსო გოგაშვილსა და მის ოჯახზე, იძიებდით შურს?.. რომ ამბობთ, ყალბი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა სუს-მაო, ჯერ ერთი სუს-მა თქვენი და თქვენი ძმისშვილის, კარავში საუბრის ჩანაწერი გაავრცელა და საიდან მოიტანეთ რომ ეს ჩანაწერები, სატელეფონო საუბარი იყო?... თუ, ადვილია თქვათ, - დამაბრალეს, გააყალბეს და „ფაბრიკაცია“... მოკლედ, ყველა ის ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გეგმავს, დასაჭერია და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ის, ვახა მაჩალიკაშვილი, თუ ვახახუნა ტერლოევი... ძირს, ყველა ტერორისტი ვახა და გაუმარჯოს მშვიდობას, ამ ჩემს ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში...

 

ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, ჩვენ - შევიკედლეთ, შევიფარეთ, მივიღეთ, დავაპურეთ, გავათბეთ, დავაბინავეთ, შევიყვარეთ და ახლა, კეთილი ინებეთ და თქვენ, შეიყვარეთ და დააფასეთ, ეს ჩვენი ლამაზი და დალოცვილი ქვეყანა!

 

ვალდებული ხართ!...

 

პ.ს. უკვე ნათელია, რა მოხდა და როგორ მოხდა პანკისში, ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე... თურმე, რამხელა დონის სპექტაკლი დაიდგა, მაინც და მაინც იმ სისხლიან დღეს და როგორ მაინტერესებს, სცენარის რეჟისორის მომავალი, კარიერულად, კიდევ წინ წაიწევს?... თუმცა... „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა“, - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×