logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიკვაიძე კალაძეზე: ძალიან მაგარი მერი გვყავს - განახლებული თბილისი ტურისტებისთვის საოცრად მიმზიდველი ქალაქი ხდება
- +

9 მაისი. 2019. 12:21

 

კომპანია „Azimut Yachts Georgia“-ს დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფასებს და წერს, რომ დედაქალაქის განახლებული იერსახე მისი სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს.

 

ამასთან დაკავშირებით ის საკუთარ Facebook-გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს და თბილისის დაუჯერებელ სახეცვლილებაში დეადაქალაქის მთავრობის, კერძოდ კი მერის, კახა კალაძის როლზე ამახვილებს ყურადღებას:

 

”მოკლედ, ამ ორ კვირაში მესამე პარტია სტუმრებს ვმასპინძლობ, როგორც ევროპიდან ისე მეზობელი ქვეყნებიდან, შესაბამისად მიწევს ისეთი მარშუტების არჩევა და ადგილების მონახულება, რომელსაც სტანდარტულად როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელი არ ვსტუმრობ ხოლმე, ლაპარაკი არ არის მხოლოდ ქალაქის ცენტრზე! როგორ არ ავღნიშნო თბილისის მერიის ღვაწლი იმ ყველაფერში რასაც ვაკვირდები და აკვირდებიან ჩემი სტუმრებიც, რაც ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას! იმდენი დეტალია შეცვლილი, ისეთი გამწვანებებია გაკეთებული, რეაბილიტირებულია შენობები უბნების დონეზე, წარმოუდგენლად გაუმჯობესებულია სანიტარული მდგომარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული! რაც მთავარია ამ ყველაფერს ეტყობა ხარისხი, ასევე აღსანიშნავია სამართალდამცავების მუშაობაც. მოკლედ ძალიან მაგარი მერი გვყავს მის გუნდთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილს დანახვა და გაფრთხილება სჭირდება!, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×