logo_geo
eng_logo
დავით სუჯაშვილი: ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს!
- +

9 მაისი. 2019. 16:37

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი ვეტერეანებსა და სრულიად საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ულოცავს:

 

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს!

 

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე.

 

საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. ჩვენს სამშობლოს ბევრი სახელოვანი გმირი ჰყავს. ბევრის თავდადება კი დღემდე უცნობია.

 

მადლობას ვუხდი მათ ამ თავგანწირვისთვის და პატივს მივაგებ ჩვენი გმირების ხსოვნას. მარადიული პატივისცემა მათ უკვდავ სახელებს!“, - წერს დავით სუჯაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×