logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: ვინაიდან, სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საპასუხო, ისინი დებატებს გაექცნენ
- +

10 მაისი. 2019. 19:47

 

 

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას მიერ სანდრა რულოვსისთვის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შეთავაზების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

„ქართული ოცნების კანდიდატმა, გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა, ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ვინაიდან, სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საპასუხო, ისინი დებატებს გაექცნენ და სრულიად სიურრეალისტური ფორმატი შემოგვთავაზეს, იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. ამასთანავე, მათი ფორმატი ქმნის გარკვეული ექსცესების საფრთხეს, რაც ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე სასურველი სცენარია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერ დებატებში დავამარცხებთ, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ცივილიზებულ ფორმატს - სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, თუკი სიმართლის გამოაშკარავების და დამარცხების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას!“ - წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner