logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ჩვენს დიასპორას კიდევ ერთი დანაპირები შევუსრულეთ
- +

10 მაისი. 2019. 22:53

 

 

„ჩვენს დიასპორას კიდევ ერთი დანაპირები შევუსრულეთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

 

„ყველაზე მასშტაბურმა უპრეცედენტო პროექტმა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამამ“ სტარტი აიღო.

 

პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით დაფინანსდება დიასპორაზე მიმართული საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი პროექტები 30 000 ლარამდე.

 

დეტალებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დაიდება ბმული.

 

განაცხადების მიღება 14 მაისიდან დაიწყება და დასრულდება 14 ივნისს“, - წერს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×