logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: სულ თავში უნდა გირტყათ ეს სიტყვები, უმადურებო!
- +

10 მაისი. 2019. 22:55

 

 

„️იმდენად გაურკვეველ დაუკრეფავში გადადიხართ ამ ადამიანის მიმართ, რომ ხანდახან ვფიქრობ რაღა უნდა დავწერო, რა აზრი აქვს მაინც არ ესმით თქო, მაგრამ აი სულ თავში უნდა გირტყათ ეს სიტყვები, უმადურებო!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა კომპლექსი გაქვთ ასეთი, ანდა რა გაუმაძღრობა დაგემართათ, ასე როგორ იბრძვით იმისათვის რომ არაფერი არ გაკეთდეს მართლა, არადა კეთდება!!

 

განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ პიარსამსახურებს მივმართავ, რომელთა საზოგადოებასთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებით და მეგობრებით შემოიფარგლება. გაიგეთ თქვენ არ ყიდით და არ ფუთავთ, ეს მხოლოდ ბიზნესში გამოგადგებათ. პოლიტიკური პიარი ცოტა სხვა რამეა და ფსიქოტრენინგები ვერ უშველის ამ ამბავს!

 

თუ მედია და საზოგადოება არ არის ინფორმირებული და ესეც გარკვეულწილად ხელოვნებაა და ამას პლაკატებით ვერ მოახერხებთ, თუ მედია და საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება ნეგატიურია ეს არის მხოლოდ პიარისა და მისი სამსახურების ცუდი სამსახურის, უფრო სწორად კი უსაქმურობის ბრალი!

 

ამ ადამიანის სახელს მაინც გაუფრთხილდით და მის იმიჯს მაინც ნუ ათელინებთ მავანს და მართლა ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებს!

 

სირცხვილია, თქვენი სირცხვილი, რომ დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ლომის წილი თქვენია, შეგრძნება მაქვს სწორედ მიზანმიმართულად და მარგინალ ოპონენტებთან შეთანხმებით მოქმედებთ!

 

აი მართლა ზღვარს სცდებით უკვე!“ - წერს არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner