logo_geo
eng_logo
„დაჯდეს ჩემთან დებატებზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ზე“ - გიორგი კაპანაძე ნიკა გვარამიას დებატებში იწვევს
- +

11 მაისი. 2019. 16:58

 

„ბატონი ნიკოლოზ გვარამია ესოდენ გააქტიურდა და დაინტერესდა ჩემი პერსონით, ავრცელებს ათასგვარ ტყუილს და სიბინძურეს, რეალობას კი, რომელიც დარწმუნებული ვარ თავადაც მშვენივრად იცის, შეგნებულად უვლის გვერდს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამიტომაც საჯაროდ მივმართავ ქვეყნის ჭორების მთავარ გამავრცელებელ, ბატონ ნიკოლოზს... დაჯდეს ჩემთან დებატებზე, სადაც მოესურვება, მათ შორის, „რუსთავი 2“-ზე და დაამტკიცოს ის სისულელეები, რასაც ეს ბოლო დღეებია ახმოვანებს.

 

მე კი, ჩემი მხრივ, შევეცდები, დავუმტკიცო ჩემი სიმართლე, მათ შორის, მტკიცებულებებით და მისხალ-მისხალ მოვუყვე მისი საყვარელი მიშიკოს და ბიძამისის რეკეტი თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ“, - წერს გიორგი კაპანაძე.

 

https://www.facebook.com/george.kapanadze

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×