logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა გვარამიას ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 10-12 წელი ემუქრება
- +

12 მაისი. 2019. 18:13

 

 

პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 10-12 წელი ემუქრება. აღნიშნულის შესახებ ნიკოლეიშვილი სტატუსს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

 

„რა არ ვიხილეთ და მოვისმინეთ ამ კვირის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მუქარა იყო ალბათ: „გადავდივართ შეტევაზე!“ გვარამია, დიდი ხანია გადასულია შეტავაზე, მანამდე ბილწსიტყვაობითა, გინებით და ათასი სისაძაგლით ცდილობდა შეტევას. ერთი მხრივ, ვითომდა, თავისუფალ და დამოუკიდებელი მედიას ამოფარებულ დაჩაგრული და თან შეუპოვარი კაცის როლს თამაშობს, თან მუქარას მუქარაზე ამატებს. ხომ ყველა ვიცით, რომ დიდი ხანია „რუსთავი 2“ პარტიულ-პროპაგანდისტულ მანქანად გადაიქცა, გვარამია კი ვითომ მედიას ამოფარებით ცდილობს იმუნიტეტი შეიქმნას, არადა ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 10/12 წელი ემუქრება...“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×