logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ეს არის უალტერნატივო გზა, რათა პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული გახდეს
- +

13 მაისი. 2019. 19:58

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ანალიტიკოსის თქმით, მასწავლებლის განწყობა და დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია:

 

„ჩვენს ცხოვრებაში უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება სკოლის მასწავლებელს, მან უნდა შეგვაყვაროს წიგნი, დაგვაინტერესოს სხვადასხვა საგნებით, მან უნდა მოგვცეს ზოგადი განათლება და ადამიანობის მაგალითი კონკრეტულ სავალდებულო საგნების სწავლებასთან ერთად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის განწყობა და დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავხედე ბოლო დროინდელ რეფორმების პაკეტებს და რა მზადდება და რა მიმდინარეობს, დავინტერესდი ამ ყველაფრით და მოკლე აღწერას, თქვენც გაგანდობთ.

 

სახელმწიფომ კარგად გაიაზრა, რომ ყოფითი პრობლემებით დამძიმებულ ადამიანს არ შეუძლია მოსწავლესთან სრულყოფილად ურთიერთობა. ძველ პედაგოგებს დაფასება სჭირდებათ, ახალგაზრდა მასწავლებლებს კი - მოტივაცია, ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა მასწავლებელი გახდეს მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული პროფესია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მასშტაბური რეფორმა გაატაროს, მის ფარგლებში ყველა მასწავლებელს, (რომელსაც აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი) 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება, ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება და 2022 წლისთვის 1500 ლარს მიაღწევს. ანაზღაურება გაეზრდებათ რესურსცენტრებისა და სკოლების დირექტორებს. რეფორმა პირველ რიგში გათვალისწინებულია ღვაწლმოსილ და საპენსიო ასაკს მიტანებულ მასწავლებლებზე, მათ შესაძლებლობა ექნებათ სურვილის მიხედვით გავიდნენ დამსახურებულ პენსიაზე, სახელმწიფო პრივილეგიის მინიჭების ფარგლებში მათ კომპენსაციის სახით ერთჯერადად ორი წლის ჯამურ ხელფას გადაუხდის, ჯანმრთელობის დაზღვევა კი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. მათ კი, ვისაც საპენსიო ასაკის მიუხედავად, პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელება სურთ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ექნებათ.

 

ასევე, თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, მაინც შეძლებს სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე იმავე ხელფასის შენარჩუნებით, თუმცა ვერ მიიღებს კომპენსაციას. ეს არის უალტერნატივო გზა, რათა პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული გახდეს ქვეყანაში და ზოგადმა განათლებამ სწრაფი ტემპებით მიაღწიოს საერთაშორისო დონეს.

 

ეს ყველაფერი არის ის ამოცანა და მიზანი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს და ამ ყველაფრის არ დანახვა, ჩემთვის მხოლოდ ღიმილის მომცველია.

 

მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში ხდება“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×