logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: დავით უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა საკუთარი პრინციპების ფეხქვეშ გათელვას
- +

14 მაისი. 2019. 12:56

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა საკუთარი პარტიის სამუდამოდ გაქრობას.

 

„დავით უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა შავგულიძეს და ეს რას ნიშნავს?

 

მან მხარი დაუჭირა: ბოკერიას, ცხრაწლიან მმართველობას, მოლაშვილის მკვლელობის გამართლებას, გირგვლიანის საქმის წინააღმდეგ წასვლას, 300 ათასი უკანონო პატიმრობის „გაპრავებას“, სააკაშვილის მიმდევრობას, საკუთარი პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ბოლოს, მან მხარი დაუჭირა, ისედაც 1%-იანი საკუთარი პარტიის სამუდამოდ გაქრობას!!!

 

ეს, მისი არჩევანია“, - წერს ლატარია.

 

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.

 

დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×