logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ისე, პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესულიყო, ჯობდა
- +

14 მაისი. 2019. 13:26

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიტიკოსის ალღოს, სიბრძნესა და გონებამახვილობას, ალბათ, მისი ქმედებები და ნაბიჯები განსაზღვრავს, ბოლოს კი შედეგები, რომელსაც მიაღწევს ხოლმე. დავით უსუფაშვილის მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერამ ჩემი წინა წინადადება გაანადგურა (არა და არ ჩანდა უჭკუო კაცი!). ისე, პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესულიყო, ჯობდა, არ მიიღებდნენ თუ რა... სიმართლეს გაუმარჯოს და როგორ იწმინდება პოლიტიკური ველი! ყველა იქ მიდის, სადაც უნდა მივიდეს! ნება თქვენია, ქალბატონებო და ბატონებო!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.

 

დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner