logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: „შავგულიძეობა“ ბოკერია-მიშისტობაა
- +

14 მაისი. 2019. 14:56

 

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა – ბიძინისტობაში“, - დავით უსუფაშვილი.

 

ძნელი სათქმელია, რაში და როდის ამხელენ? მაგრამ, „შავგულიძეობაში“ თავი თვითონ იმხილა. „შავგულიძეობა“ კი ბოკერია-მიშისტობაა. თუ სერიოზულად შევაფასებთ ბატონი დავითის ბოლო განცხადებას, ბატონი შავგულიძის მხარდაჭერის თაობაზე, ერთ დასკვნამდე მივალთ. პოლიტიკოსი, რომელიც დასავლური ღირებულებების დამცველი გვეგონა, იმ ხალხთან ეძებს თავის ბედნიერებას, ვინც საქართველოში ყველაზე მეტი გააკეთა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისთვის“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.

 

დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner