logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ამ შუალედურ არჩევნებს მადლობა უნდა ვუთხრათ იმის გამო, რომ ასეთი ლაკმუსის ქაღალდი გამოდგა
- +

14 მაისი. 2019. 15:04

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკურმა პროსტიტუციამ ლამის ზენიტს მიაღწია და ახალი ანტირეკორდი დაამყარა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა.

 

ღირებულებებსა და პრინციპებზე საუბარი ამ ხალხისაგან უკვე აღარ მიიღება, რადგანაც შეუძლებელია, იყო რაიმე ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მხარს უჭერდე იმ ძალას, რომელსაც ცოტა ხნის წინ უპირისპირდებოდი სწორედ ამ პრინციპებისა და ღირებულებების უხეშად ფეხქვეშ გათელვის გამო.

 

ფსევდოარგუმენტები, რომ ეს პოლიტიკაა, სადაც ყველაფერი მოსულა და ა.შ. უკვე აღარ გაჭრის.

 

ისე, ამ შუალედურ არჩევნებს მადლობა უნდა ვუთხრათ თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი ლაკმუსის ქაღალდი გამოდგა, რომელიც ადრე არც კი გვინახავს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner