logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით!
- +

15 მაისი. 2019. 21:55

 

„მე არ ვამტკიცებ, რომ ვოვა არუთინიანი უდანაშაულოა, მაგრამ ამ საქმეში იმდენი ბუნდოვანებაა, სრულიად საკმარისია, რომ საზოგადოებამ თავიდან გამოძიება მოითხოვოს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საკუთარი მაგალითით მოგახსენებთ: 2006 წელს დამიჭირა სააკოვმა და შეიარაღებული გადატრიალების სამზადისი დამაბრალა! ვინმეს გჯეროდათ მაშინ ჩემი უდანაშაულობა? მაგრამ ღვთის ნებით, ეს საქმე თავიდან გაირჩა სასამართლოში და შარშან 25 მაისს უდანაშაულოდ მცნეს, ანუ უკვე რეაბილიტირებული ვარ!

 

მაქვს ინფორმაციები და ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით - დღეს ციხეში მყოფი რვა ათეულზე მეტი სამუდამო პატიმრიდან რამდენიმე - სრულიად უდანაშაულოა! ხოლო რამდენიმე ათეული - მისი ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამო ბრალდებით იხდის ამ საზარელ სასჯელს, რომელთან შედარებითაც, გარწმუნებთ, რომ სიკვდილით დასჯა გაცილებით ჰუმანური იქნებოდა! ზუსტად ვიცი, რომ უდანაშაულოა თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძე, ასევე ირაკლი დოკვაძე, რომელსაც 28 წელი აქვს მისჯილი! ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საეჭვო გარემოებებში დაკავებული და უვადო პატიმრობამისჯილების საქმეებს გადახედავს!“ - წერს დავითაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner