logo_geo
eng_logo
ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას: პროექტების ხარისხს მიხედე „ჯიგარო“, რესტორნებში სიმღერა სირცხვილი არაა!
- +

16 მაისი. 2019. 00:40

 

მომღერალი ოთო ნემსაძე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სოციალური ქსელით პასუხობს. ნიკა გვარამიამ ოთო ნემსაძის სიმღერას ევროვიზიაზე გულისამრევი უწოდა და განაცხადა, რომ რესტორანშია მისი ადგილი.

 

„არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ.

დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია.

 

ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ასეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას.

 

პროექტების ხარისხებს მიხედე „ჯიგარო“. ისე, 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე.

 

ჩამორეკე ახლა გადაცემებთან.

 

პ.ს. ნუ მბლოკავ, მაინც არ გაგცემ პასუხს შენივე კედელზე“, - წერს ოთო ნემსაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×