logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია გია ხუხაშვილზე: „მამიდას“ თანამშრომელივით იქცევა და ეს არ შეეფერება ამხელა კაცს
- +

16 მაისი. 2019. 14:15

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხუხაშვილი საუბრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორი დიპლომებიანი ექსპერტია. თითქოს ვიღაცას უმტკიცებს იმას, რომ ძალიან ძლიერია და როგორც „პროდუქტი“, სთავაზობს საკუთარ თავს. ცოტათი „მამიდას“ თანამშრომელივით იქცევა და ეს არ შეეფერება ამხელა კაცს.

 

წინა აბზაცში ვსაუბრობდი ვარაუდით და აღნიშნული ეჭვი (სთავაზობს საკუთარ თავს), მალევე იქცა ბიზნესის ნაწილად, მელიამ და გვარამიამ მას ტაში დაუკრეს, ამოცანაც ამოხსნილია და „პროდუქტიც“ ნაყიდია და რაც მთავარია, კითხვებიც აღარ გვაქვს.

 

ხუხაშვილმა დაკვეთა შეასრულა, ახლა უკვე გია „ნაციონალების“ საკუთრებაა“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

გუშინ „ტვ პირველზე“ გადაცემა „ღამის ამბებს დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად“ ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner