logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე გია ხუხაშვილს: მორჩა შენი დრო, დიდო ანალიტიკოსო, მორჩა
- +

16 მაისი. 2019. 14:25

 

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კაი, ხუხა რომ ხარ, 1985-ში მოსკოვში რომ გაქვს დისერტაცია დაცული კომბინატორულ ანალიზში („ტოჟე მნე ოსტაპ ბენდერ“) და „ნაცებსა“ და „ოცნებას“ შორის სისტემურ განსხვავებას ვერ ხედავ, შენი დისერტაციის ხელმძღვანელმა, თუ ცოცხალია, თავი უნდა მოიკლას, მარა არც ის იქნებოდა შენზე ნაკლები „კომბინატორი“ (ორი ბოთლი არაყი და მისი ჯანი). მორჩა შენი დრო, დიდო ანალიტიკოსო, მორჩა. ახლა მარტო ტრაპაიძეს თუ დააბოლებ და გვარამია თუ შეგაქებს. მეტი არაფერი (მიHამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ეკალ-ბარდებიანი გზა)“, - წერს გაბრიჭიძე.

 

გუშინ „ტვ პირველზე“ გადაცემა „ღამის ამბებს დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად“ ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner