logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცმოძმა“ და „რუსთავი 2“-მა, მორიგი პიარსვლა განახორციელეს და...
- +

17 მაისი. 2019. 21:27

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე IPSOS-ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.

 

ანჯაფარიძის აზრით, გამოკითხვის მთავარი ნარატივი - სააკაშვილის რეიტინგის ზრდა ივანიშვილის რეიტინგის კლების ფონზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილზე დარტყმას ემსახურება.

 

„ნაცმოძმა და „რუსთავი 2“-მა, მორიგი პიარსვლა განახორციელეს და „ქართულ ოცნებას“ დაარტყეს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში - ბიძინა ივანიშვილი. ეტყობა შეუცდომლად გრძნობენ სააკაშვილის პოლიტიკური და მორალური დეგრადაციის შეუქცევად პროცესს, აქედან გამომდინარე შედეგებით და მისი რეანიმირება „ორიგინალური“ ხერხით გადაწყვიტეს. IPSOS-ს სასწრაფოდ დაუკვეთეს კვლევა (ეტყობა დასჭირდათ შუალედური არჩევნების წინ და ისეც).

 

გამოკითხვის მთავარი ნარატივი - სააკაშვილის რეიტინგის ზრდა ივანიშვილის რეიტინგის კლების ფონზე, ემსახურება სწორედ ბიძინაზე დარტყმას, თან სწორედ იმ დროს, როდესაც მან გარკვეული პროექტები დაიწყო და ხმა გამოვიდა პარტიის განახლებასაც გეგმავსო. თუ რას ნიშნავს ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ მგონი ახსნა არ სჭირდება.

 

მოკლედ ზრუნავს „ნაცმოძი“ მიშას იმიჯზე და სწორსაც აკეთებს, მის იქით ხომ გზა აღარ აქვს. სხვათაშორის, „ისინდისეს“ და 29% -ზე მეტი არ დაუწერეს.

 

P.S. ცოტა ხნის წინ როდესაც ხელისუფლების დაკვეთით IPSOS-მა სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობაზე გამოკითხვა ჩაატარა, „რუსთავი 2“ და იქ მისულნი იგლეჯდნენ ყველაფერს და ამბობდნენ არ ვენდობითო. სავარაუდოდ, ეხლა ალბათ მხურვალედ ენდობიან იგივე IPSOS-ს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner