logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: სამყაროში არაფერი იკარგება
- +

19 მაისი. 2019. 00:17

 

 

„მოკლედ ვიტყვი და 20 მაისამდე ვეცდები საერთოდ თავი შევიკავო ჩემი აზრის დაფიქსირებისგან“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაც არ უნდა ეცადონ „ნაცები“ და მათი სატელიტი, ერთკაციანი პარტიები, პირდაპირი თუ ირიბი მხარდამჭერები, მათი მომავალი დასრულდა 2012 წელს! მას მერე თავწაცლილი ქათამივით ფაფხურობენ!

 

დიახ შეცდომა იყო კოჰაბიტაცია, უკეთესი იქნებოდა საყოველთაო ამნისტია და მათი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა, მაგრამ ყველამ ვიცით ეს გამოიწვევდა უფრო დიდ აგრესიას.

 

დიახ ყველაზე დიდი შეცდომები რაც კი „ოცნებამ“ დაუშვა, პირდაპირ კავშირშია უნიჭო პიართან, რაც პირდაპირ კავშირშია ასევე ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში.

 

დიახ, როცა საჭიროა ვაკრიტიკებ და როცა კარგს ვხედავ, ვაქებ.

 

დიახ, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი უმადურება დღეს არის ივანიშვილის კეთილი საქმეების დაუნახავობა. მისი ლანძღვა და ქილიკი კი ლამის ყოველდღიურ წესად ექცა ზოგიერთს.

 

დიახ! ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე პროგრესული ძალაა დღეს, მიუხედავად ზოგიერთი ლაფსუსებისა.

 

დიახ! მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ვალდებულია თითოეულ ამომრჩეველთან, მხარდამჭერთან იყოს კომუნიკაციაში, რომ არ იყოს ნაპრალი ურთიერთობებში.

 

დიახ! ყველგან სადაც ახლა შეთხელდა ბეწვის ხიდი, რომელზეც საქართველო გადის, არ უნდა გაწყდეს და ისევ ხალხმა ჩვენ უნდა შევძლოთ ეს რთული პერიოდი გადავლახოთ.

 

დიახ, შეიძლება ვიღაც არ გვიფასებს და ვიღაც უყურადღებოდ გვექცევა, თითოეული მხარდამჭერი იმსახურებს ამას...

 

თუმცა, როცა დაფასებაზე ვფიქრობ, მახსენდება რამდენი სიკეთე გასცა ივანიშვილმა, რამდენი მილიარდი დახარჯა. როგორ შრომობს კახი, რამდენს აკეთებს გახარია და რამდენი ტალახი და უმადურება დავინახეთ და ვხედავთ ყოველდღე მათი მისამართით. რამდენი უმადურობას ვისმენთ... მე კიდე ერთი ადამიანი რას უნდა ვედრებოდე და განვიცდიდე არ ვიცი...

 

მე ერთი ბეწო სიკეთის გაკეთება თუ შევძელი, მადლობა ზეციურო ძალებო ამისათვის.

 

დღეს გული იმაზე მწყდება, რომ მეტი შევძლო, მეტი საქმე, მეტი პროექტი, მეტი ურთიერთობა მეტი დახმარება - აი ეს მახარებს და როცა ამას ვერ ვაკეთებ, მეც განვიცდი...

 

არ მინდა, დალაგებული ქვეყანა აირიოს, არ მინდა კონფლიქტი და დაპირისპირება, არ მინდა არეულობა და ჩხუბი!

 

„ქართულ ოცნება“ თითოეული ჩვენთაგანია - „ქართული ოცნება“ თავისუფლების სიმბოლოა!

 

ჩვენ ყველას ჩვენი მცირე წვლილი გვაქვს და ის ადრე თუ გვიან მაინც დაფასდება, რაც უნდა მოინდომოს მავანმა ხელი შეუშალოს ამას, ეს მაინც მოხდება!

 

სამყაროში არაფერი იკარგება, არც კარგი და არ ცუდი“, - წერს ნუკა არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner