logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ე.წ. ბატონო მიხეილ, მინდა, გითხრათ, რომ...
- +

20 მაისი. 2019. 15:23

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბინის შეძენის ფაქტთან ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, ინტერესი გამოიწვია არა ფლორიდის ბინამ, არამედ ამ ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად გაყვანაც სურდათ და არ გამოუვიდათ.

 

„მინდა, მივმართო ე.წ. ბატონ სააკაშვილს, რომელმაც ეს პოსტი თავის გვერდზე დადო და ამით გვიმტკიცებს, რომ ფლორიდის ბინა მისი არ არის: ე.წ. ბატონო მიხეილ, მინდა, გითხრათ, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არა ფლორიდის ბინამ, არამედ თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენაც გსურდათ და არ გამოგივიდათ. ქალბატონი ქეთევანის ფრაზებით გამოჩნდა ყოფილი კანდიდატის ის თვისებები, რომელიც ღუღუნა ხმით ნამღერმა მეგრულმა სიმღერამ ვერ გადაფარა.

 

რაც შეეხება ფლორიდაში ნაყიდი ბინის შესაძენი თანხების წარმომავლობას, ეს ნამდვილად არ არის საინტერესო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნამდვილად არ იცის რუსულ სპეცსამსახურებში ხელფასების ოდენობა და არც ნიუ-იორკისა და ფლორიდის უძრავი ქონების ბაზრის ფასები აინტერესებთ.

 

ეგაა და ეგ და ამიტომ სულაც არ არის საინტერესო მეორეკლასელი ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები. მით უმეტეს, რომ უკვე დაგვიანებულია“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ბინა იყიდა, რის პასუხადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს არის თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner