logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ
- +

20 მაისი. 2019. 15:45

 

 

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონ ალასანიას, ვფიქრობ, არ უნდა აკვირვებდეს, მისი და მისი ნათესავების ქონებისადმი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი. ეს ქონება და ფული, მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში უშოვია, თანაც იმდენი, რომ რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ სახლებს, სადაც უნდა, იქ შეიძენს. ზეპირი განცხადებების ნაცვლად თემურ ალასანიამ უნდა მიუთითოს ის ორგანიზაციები, სადაც მუშაობდა და მუშაობს, წლებისა და ხელფასების ზუსტი მონაცემებით. მსგავს ინფორმაციას ის ვერ და არ მიუთითებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, მსგავსი პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ!“ - წერს მეტრეველი.

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ბინა იყიდა, რის პასუხადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს არის თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×